იუთუბზე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მორიგი ვიდეო დაიდო. ვიდეოში ქართველ შემტევს ჩელსის ახალწვეულს მიხაილო მუდრიკს ადარებენ.
მუდრიკი ჩელსიში წელს ზამთარში დონეცკის შახტარიდან გადავიდა. ფეხბურთელის დებიუტი არისტოკრატებში უკვე შედგა. 22 წლის შემტევმა ლივერპულთან 0:0 დასრულებულ შეხვედრაში ითამაშა.