კვარა მოედანს დაუბრუნდა

ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ტოპ ლიგებში ფეხბურთი გაჩერებულია, ამიტომაც, იქ მოთამაშე გუნდები, რომლის ფეხბურთელებიც სანაკრებო ბატალიებში ჩართულნი არ არიან, ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ. ნაპოლიც სწორედ ასე მოიქცა, რომელიც ანტალიასპორტს დაუპირისპირდა.

ძირითადში იყო ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც: იტალიელი ფეხბურთელები, რუი, ლობოტკა, ელმასი და ოსიმენი.

ქართველს გოლში ან საგოლე პასში თავი არ გამოუჩენია. ამხანაგურ შეხვედრაში, ტრავმის შემდეგ, დაბრუნებაა პირველი ხარისხის მნიშვნელობის და მაქსიმალურად მომთხოვნი ვერ ვიქნებით. ხვიჩა მომავალში გაიტანს და, მეორე წრეში, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც პირველში იყო.

11-ში, ნაპოლი კრისტალ პალასს შეხვდება…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *