ნიუკასლი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე ფიქრობს. და ეს მიუხედავად ნაპოლის უარისა… რამდენიმე თვის წინაც დაიწერა ნიუკასლზე და იტალიელებმა მოკლედ განაცხადეს: „კვარაცხელია არ იყიდება!“.
Football365 ინსაიდერ ბენ ჯეკობსზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში ნიუკასლი აქტიურად იმუშავებს კვარას ტრანსფერზე. ჯეკობსმა დაწერა, რომ მას კვარადონას ეძახიან და ხშირად ადარებენ გიორგი ქინქლაძეს.
ნიუკასლი შარშანწინ ამხელა ტრანსფერებზე ვერც იოცნებებდა, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა: დიდი ფული. თან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პერსპექტივა აქვთ.
ასევე დღესვე დაწერა ბრიტანულმა პრესამ, რომ ხვიჩა არსენალის სასურველ ახალწვეულთა შორისაა. მართალია, ტროსარი იყიდეს, მაგრამ კიდევ ერთი ფლანგელი შემტევი ზაფხულში დასჭირდებათ. სიაში ეს სამნი არიან: ფერან ტორესი, ჰადსონ-ოდოი, კვარაცხელია (Express)