იტალიაში უკვე ბევრი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია-ვიქტორ ოსიმენის დუეტი საუკეთესოა აა მხოლოდ მიმდინარე სეზონში, არამედ ბოლო წლებში… ან ბოლოს რომელ იტალიურ კლუბს ჰყავდა ასეთი დამანგრეველი და შეთამაშებული წყვილი?
Sportevai-ში წერია, რომ ერთ-ერთ ტელეარხზე სპეცია-ნაპოლის მატჩის მიმოხილვისას კვარა-ოსიმენის წყვილს ეძახდნენ „ფრანკო და ჩიჩოს“. ისინი იტალიელი კომიკოსები იყვნენ, 60-იან და 70-იან წლებში ძალიან პოპულარული მსახიობები.
აქვე რუსული კომენტარიც… გამაფრთხილებელი თუ ცოტა სხვა ელფერის, თავად განსაჯეთ. მანჩესტერ იუნაიტედის, ევერტონის, ფიორენტინასა და გლაზგო რეინჯერსის ყოფილი ფლანგელი ანდრეი კანჩელსკისი ზოგადად ქართველების მიმართ ცუდად არაა განწყობილი, შოთა არველაძის გაცილების მატჩზეც იყო და მწარე კომენტარები უფრო რუსებზე აქვს ხოლმე:
„რა თქმა უნდა, ხვიჩას ამბავი მიხარია. სასიამოვნოა, რომ ასე თამაშობს იტალიაში. თუმცა პირველ სეზონში ანდრეი არშავინიც ბრწყინავდა პრემიერლიგაში, მერე კი ჩავარდა. მთავარია სტაბილურობა, ესაა ოსტატობის მაჩვენებელი. ვიცი, რომ კვარაცხელიათი ინგლისის ტოპ-კლუბები დაინტერესდნენ და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. ხვიჩა მეორე სეზონშიც კარგი უნდა იყოს“.