რუსმა მწვრთნელმა ვალერი ნეპომნიაშჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ეს ის ნეპომნიაშჩია, რომლის გაწვრთნილმა კამერუნის ნაკრებმა 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა: მაშინ როჟე მილა და კომპანია მეოთხედფინალში გავიდა…
„ქართველი საინტერესო მოთამაშეა, რომელსაც სწორი მიმართულება სჭირდება. უნდა მოხვდეს მწვრთნელთან, რომლის ხედვაც მის სათამაშო სტილს შეესაბამება. იმედი მაქვს, კვარაცხელია ევროპაში წავა და პრაქტიკაც ექნება ბევრი სხვა ფეხბურთელისგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგიდან მიდიან და უცხოეთში სკამზე სხედან.
…კვარას ევროპაში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მოკრძალებული ბიჭია და ფეხბურთზეა კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ის სწორედ ევროპაში უნდა წავიდეს და არა რომელიმე სხვა რუსულ გუნდში“.
მალე კი ყაზანის რუბინს პოლონეთში კონფერენციის ლიგის მატჩი ელის: კლუბ რაკოვთან. კვარა გუნდთან ერთადაა.