ხვიჩა კვარაცხელია სანამ ნაპოლიში გადავიდოდა, იმდენ სავარაუდო ტრანსფერზე დაიწერა, რომ სათვალავი აირია. იყო მათ შორის უდინეზე? ყოფილა და საკმაოდ აქტიურადაც…
აი, რა თქვა უდინეზეს დირექტორმა, იტალიის ნაკრებისა და ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეა კარნევალემ. ცნობისთვის, კარნევალე ნაპოლიში იტალიის ჩემპიონიც გახდა.
„კვარაცხელიას შეძენას ვცდილობდით, ეს იყო რამდენიმე წლის წინ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე რიგი იდგა და მივხვდით, რომ შეუძლებელს ვცდილობდით“.
კარნევალიმ ასევე თქვა, რომ ნაპოლი ვიქტორ ოსიმენს თუ გაჰყიდის, კარგი შემცვლელი უდინეზელი თავდამსხმელი ბეტო იქნებოდა. პორტუგალიელმა ბეტომ სერია ა-ს ამ სეზონში 7 გოლი გაიტანა.