ნაპოლიმ ამხანაგური იუვე სტაბიასთან ითამაშა. ამ შეხვედრის მიზანი 4 იანვარს ინტერთან პრინციპული დაპირისპირების წინ იმ ფორმის აღდგენა გახლდათ.
ითქვა, რომ 50 წუთიან ტესტში ნაპოლიმ აჩვენა, რომ სწორ გზაზე დგას.თამაში სწრაფი იყო და რაც მთავარია ხვიჩა კვარაცხელია ძველებურად ბრწყინავდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ტრავმის გამო ბოლო სამი ოფიციალური შეხვედრა გამოტოვა.
ხვიჩა, რომელმაც მარადონაზე ცეცხლი დაანთო მოსამზადებელ პერიოდს კარგ ფორმაში ამთავრებს.
ნაპოლიმ 6:1 მოიგო. ერთი გოლი ხვიჩამ გაიტანა.
იმედისმომცემი სურათი გამოიკვეთა. კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეთამაშებულია და იმ კოზირს წარმოადგენს, რომელმაც ინტერს დიდი პრობლემები უნდა შეუქმნას, ამბობენ ჩვენი იტალიელი კოლეგები.