კვირკველიამ ნეფთჩიში გაიტანა (ვიდეო)

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 21-ე ტურში ბაქოს ნეფთჩი სუმქაითს შეხვდა და 2:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ანგარიში 54-ე წუთზე საბა კვირკველიამ გახსნა, რომელმაც თავით შეაგდო. კვირკველია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მატჩის ბოლომდე გაისარჯა.

(3:53)

კვირკველიას მსგავსად ნეფთჩის მეორე ქართველმა ვატო არველაძემაც ითამაშა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.

ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 44 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ყარაბაღს 13 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *