საბა კვირკველია კარიერას ხარკოვის მეტალისტში გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
კვირკველია ბოლოს მოსკოვის ლოკომოტივიდან როტორში განათხოვრებით თამაშობდა. ივნისში მან გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც საბამ Leadersport.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მას ტოპ 5 ჩემპიონატიდან ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა როგორც ხედავთ უკრაინაში ითამაშებს.
მეტალისტი უკრაინის 16 გუნდიან ჩემპიონატში 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-8 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას მარიოპულის წინააღმდეგ ჩაატარებს.