“კიბორგი” საქმეშია – ხოჭოლავას კოპენჰაგენი სიტისთან განადგურდა

ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის, მესამე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა. დავიწყოთ ქართველის მატჩით – ხოჭოლავას კოპენჰაგენი სიტის ესტუმრა.

დანიურ კლუბს, ასეთ ფორმაში მყოფ სიტისთან, რა შანსი ჰქონდა? – ჰოლანდმა ანგარიში უკვე მეშვიდე წუთზე გახსნა, 32-ზე – 2:0 გახადა, 39-ზე კი ხოჭოლავამ ავტოგოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში “ქალაქელებმა” კიდევ ორი გაიტანეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:0.

სამწუხაროდ, whoscored.com-მა, ქართველს ყველაზე დაბალი შეფასება – 4.9 დაუწერა.

ლისაბონის ბენფიკამ პსჟ-ს არაფერი დაუთმო და ძალიან მნიშვნელოვანი ქულა აიღო – 1:1. 3 ტურის შემდეგ, “არწივებს”, პარიზელებთან ერთად, 7 ქულა აქვთ და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე არიან. მესამე იუვეა, რომელმაც მაკაბი დაამარცხა და 3 ქულა აქვს, მაგრამ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ლისაბონში ბენფიკას უნდა მოუგოს…

გრემ პოტერმა ჯადოსნური ჯოხი მოიქნია და მილანისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა. ჩელსიდან, ფოფანას პირველ ტაიმში გატანილ გოლს, მეორე ტაიმში ობამეიანგისა და ჯეიმსის გოლები მოყვა და საბოლოო ანგარიში – 3:0 დაფიქსირდა. ჯგუფში პირველი ლაიფციგია (5 ქულით), მას კი ჩელსი და მილანი მისდევენ (4-4 ქულით).

სანჩეს პისხუანზე დორტმუნდი სევილიას ესტუმრა. 1/8-ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა დიდწილად ამ მატჩში გადაწყდა – გერმანელებმა 4:1 მოიგეს. თავად განსაჯეთ, პირველზე სიტია 9 ქულით, მეორე დორტმუნდია 6-ით, მესამე-მეოთხე – სევილია და კოპენჰაგენი – თითო-თითოთი. შეიძლება ევროპა ლიგა სევიალისთვის უკეთესიც იყოს…

რეალმა შახტარი მინიმალური ანგარიშით (2:1) დაამარცხა, თუმცა შედეგი რეალობას არ ასახავს. მადრიდელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და საკვირველია მეტი რომ ვერ გაიტანეს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *