შესაძლოა, ზამთარში ბარსელონაში კიდევ ერთი ნიდერლანდელი გადავიდეს: დონი ვან დე ბეეკი. დიდი შანსია, 24 წლის ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარის წესით წაიყვანონ, საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
ვან დე ბეეკის ახალი აგენტი ალი დურსუნია, რომელსაც ყველაზე კარგი ურთიერთობა ბარსელონასთან აქვს და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ფრენკი დე იონგის ტრანსფერი.
ვან დე ბეეკი ევერტონსა და ვესტ ჰემსაც სურთ, თუმცა ბარსელონა ბარსელონაა…
ნიდერლანდელს მანჩესტერში ცუდად მისდის საქმე. აიაქსიდან დიდი იმედებით კი იყიდეს, მაგრამ ოლე-გუნარ სულშერი არ ენდობა და იშვიათად ათამაშებს.