კიეზა… რა დრო გაუცდება?

ფედერიკო კიეზას ოპერაცია გაუკეთეს. იუვენტუსის შემტევს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი… მძიმე ტრავმაა და სავარაუდოდ, 7 თვეში დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.

კიეზამ ორიოდე კვირის წინ რომასთან შეხვედრისას მიიღო ტრავმა. ოპერაცია იმიტომ დაგვიანდა, რომ ფეხბურთელი შეუძლოდ იყო (მაღალი ტემპერატურა ჰქონდა).

კიეზას ამბავი სერიოზული დარტყმაა იტალიის ნაკრებისთვის, რომელსაც მარტის ბოლოს ელის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფი. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და თუ გავიდა, მერე ადამწყვეტი პორტუგალია-თურქეთს შორის მოგებულთან.

Leave a comment

Your email address will not be published.