ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე დღეს იტალიურმა საიტებმაც დაწერეს. ზოგიერთი წყარო გადაწყვეტით წერს, მილანი ახლოსაა ქართველის შეძენასთანო.
Sportmediaset-ი წერს, მილანი კვარაცხელიასა და იოსიპ ილიჩიჩის (ატალანტა) ტრანსფერზე მუშაობსო. არის კიდევ ერთი სავარაუდო შენაძენი: ბრაზილიელი კაიო ჟორჟე, რომლის მილანში გადასვლა თითქოს მოგვარებული ჩანდა, მაგრამ ასე არ ყოფილა და თურმე იუვენტუსს უფრო დიდი შანსი აქვს.
იტალიური საიტები კვარაცხელიას ფედერიკო კიეზას ადარებენ. დრიბლინგი, დარტყმა, სისწრაფე – თითქმის ყველა კომპონენტში ძალიან ჰგავსო.