რონალდუ მორჩა… თავისუფლება დიბალას!

ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ იუვენტუსში თამაში კრიშტიანუ რონალდუზე იყო აწყობილი და მისი წასვლა გუნდის შემტევებს თავისუფლებას მისცემს.

„როცა გუნდში ასეთი ფიგურა გყავს, შეუძლებელია, რომ მასზე არ იმუშაო. უნდა ვაღიაროთ, რომ კრიშტიანუ ასეთი იყო და ძალაუნებურად იუვეს შემტევებს თავისუფლება აკლდათ. რონალდუმ ბევრი გააკეთა იუვესთვის, მაგრამ წინ გავიხედოთ: ახლა ეს იქნება დიბალას გუნდი. რონალდუს გამო დიბალას შედეგიანობამ იკლო, მაგრამ ის ჩვენთვის დიდი ძალაა“.

ბებერ ქალბატონს ჯერჯერობით ცუდად აქვს საქმე: სერია ა-ს სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა… აი, რა თქვა იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ:

„რონალდუ უნდა წასულიყო მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ იუვენტუსს უკვე აღარ აღიარებდა. კრიშტიანუს ვაფასებთ, მაგრამ მეც იმ აზრზე ვარ, როგორც სხვები: იუვენტუსის ისტორია დიდმა ჩემპიონებმა დაწერეს, ასევე მწვრთნელებმა და ფუნქციონერებმა. თუმცა მთავარი კლუბია: იუვენტუსი“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *