კილიან მბაპე: ნეიმარს ეს მართლა ვუწოდე

პსჟ – მონპელიეს მატჩში კილიან მბაპემ სათადარიგოზე ყოფნისას ნეიმარი მათხოვრად მოიხსენია. მისი საუბარი ტუჩების მოძრაობით ექსპერტებმა გაშიფრეს და დაადასტურეს, რომ ბრაზილიელს ხსენებული ეპითეტი უწოდა.

ამ თემაზე კილიანმა ვრცლად ისაუბრა.

“დიახ, ნეიმარს მათხოვარი მართლა ვუწოდე. ჩვენ მსგავსი სიტყვები ერთმანეთისთვის არაერთხელ გვითქვამს. ეს ურთიერთობას არ ძაბავს, ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვაგრძელებთ საერთო საქმის კეთებას.”-ციტირებს ფრანგის სიტყვებს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე საუბარი კვლავ გრძელდება. მას ყველაზე მეტად ისევ მადრიდის რეალს უკავშირებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *