კიმიხისა და შუპო-მოტინგის ჯანმრთელობაზე…

იულიან ნაგელსმანმა ბაიერნის ორი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ისაუბრა: იოზუა კიმიხზე და ერიკ შუპო-მოტინგზე, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. ცნობილია, რომ იანვრამდე ვერ ითამაშებენ.

„კიმიხსაც და შუპო-მიტინგსაც ფილტვებზე აქვთ მცირე პრობლემა. უნდა დაისვენონ, საამისოდ კი 10 დღეა საჭირო. მერე კიდევ ერთ სურათს გადაიღებენ. იმედია, იანვრის ბოლოსთვის ისინი სათამაშოდ მზად იქნებიან.

…რა თქმა უნდა, კიმიხს ძალიან სურს მოედანზე დაბრუნება. უკვე დიდი დრო გაუცდა. რასაც მედია წერდა და რასაც აკრიტიკებდნენ, შეუძლებელია მასზე არ ემოქმედა. კიმიხი განტევების ვაცი არ უნდა იყოს. გერმანიაში ყველას თავისი აზრი აქვს. მან მიიღო გადაწყვეტილება და პატივი უნდა ვცეთ“.

როგორც იცით, კიმიხი ვაქცინაციის წინააღმდეგია. ექიმმა ინგო ფრობეზემ კი კიმიხზე თქვა,  ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ეს სირთულე თავიდან აერიდებინაო.

„დიახ. მას ოთხი კვირის წინაც ვუთხარი. სამწუხაროდ, კიმიხმა ეს არ გააკეთა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *