კიმიხის წელი ნაკრებში

მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი იოზუა კიმიხი ბუნდესთიმის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ეს ტიტული გამოკითხვის შედეგად, მას გულშემატკივრებმა მიანიჭეს, – წერია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ-ვერდზე.

კიმიხი: "დონით არავის ჩამოვუვარდებით" » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

კიმიხმა გამოკითხულთა 33,8 % მიიღო. მეორე ადგილზე ჩელსის ჭაბუკი შუახაზელი კაი ჰავერცი გავიდა (22,7%), მესამეზე – ასევე ბაიერნის შემტევი ლეროი სანე (13,6%).

შარშან კიმიხმა გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული 16 მატჩიდან, 14-ში მიიღო მონაწილეობა და ხშირად მთავარი ფიგურა იყო მინდორზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *