კიმიხი: ნეტავ პსჟ შეგვხვდეს…

იოზუა კიმიხს თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში განსხვავებული მენტალიტეტი შემოაქვს. შტუტგარტის საფეხბურთო აკადემიაში “კიმიხის წესი” დღესაც მოქმედებს – ლანჩის დროს, რომელი ფეხბურთელიც სმარტფონით ისარგებლებს, საერთო ყულაბის რამდენიმე ევროთი გაამდიდრებს. ეს კიმიხის ინიციატივა იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა აკადემიაში ვარჯიშობდა.

სანამ ის ბაიერნთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა (2025), მანამდე GmbH სააგენტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა, არა იმიტომ, რომ სხვა აგენტი აეყვანა, არამედ იმიტომ, რომ ბაიერნთან მოლაპარაკებები თავად წარემართა. მაგალითისთვის, დავიდ ალაბას წასვლა რომ სურდა, აგენტად პინი ზაჰავი დაიქირავა და ბაიერნთან კონფლიქტიც მაშინ დაიწყო – ული ჰიონესმა ზაჰავის პირანია აგენტი უწოდა.

მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, იოზუა ყოველ დღე ჩემთან ოფისში ზის და აინტერესებს გუნდი განვითარებას როგორ გეგმავს და რჩევებს მაძლევს რა ასპექტში გვაქვს მოსამატებელიო…

კიმიხმა ბაიერნში დარჩენის მიზეზად სპორტული ინტერესი დაასახელა და წარმატებისკენ სწრაფვა, რომელიც მასსა და კლუბს აერთიანებს. ის რეკორდმაისტერში წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც, ლევანდოვსკისთან ერთად, კლუბში ყველაზე მაღალია.

ჟურნალისტმა ჰკითხა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვისთან ისურვებდა, რაზეც კიმიხისებური პასუხი მიიღო: პსჟ-თან

გერმანელს მხოლოდ საუკეთესოების დამარცხება აინტერესებს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *