მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – კიმ კლაისტერსმა ინდიან-უელსის პირველ წრეში 1:6 6:2 2:6 წააგო კატერინა სინიაკოვასთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტზე ჩეხმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სოლიდური უპირატესობით გავიდა წინ 4:0. კიმმა პირველ სეტში მხოლოდ პრესტიჟის გეიმის აღება მოახერხა და 28 წუთში 1:6 დამარცხდა.
მეორე პარტია უკვე კლაისტერსის უპირატესობით დაიწყო და ამჯერად ბელგიელმა შეძლო ზედიზედ 4 გეიმის მოგება. კატერინმა გაიბრძოლა და ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა კიმმა სეტში მესამედაც აიღო მეტოქის ჩაწოდება და მალევე პარტიებში ანგარიშიც გაათანაბრა 1:6 6:2 (1:1).
გადამწყვეტ, მესამე სეტში სინიაკოვამ უკეთესი ფიზიკური მომზადების ფონზე აჯობა ბელგიელ მეტოქეს, ორჯერ აიღო კიმის ჩაწოდება, საკთარი აღარ დაუთმია და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 6:1 2:6 6:2.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ბელგიელი ჩოგბურთელი WTA TOUR-ს შარშან დაუბრუნდა 7 წლიანი პაუზის შემდეგ. კალისტერსმა “COME BACK“-ის შემდეგ 5 მატჩი გამართა და ხუთივეში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ხუთივე მატჩში მას ტოპ 100-ის ჩგბურთელებთან მოუწია დაპირისპირება. უკანასკნელ სამ მატჩში კიმმა მეტოქეებს თითო-თითო სეტი მოუგო.