კინგსლი კომანი: მე კომანი ვარ და არა ახალი რიბერი

ბაიერნის ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა განაცხადა, რომ სურს გუნდის ლეგენდა გახდეს. ფრანგმა აღნიშნულ თემაზე Sport1.de-სთან ისაუბრა.

“ბავშვობაში ჩემი კუმირი რონალდინიო იყო. ფეხბურთის თამაში მის გამო დავიწყე. რაც შეეხება რიბერის, ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, მინდა გავუმჯობესდე და მის დონეს მივაღწიო. მიუხედავად ამისა მე კინგსლი კომანი ვარ და არა ახალი რიბერი. მინდა ბაიერნის ლეგენდა გავხდე.”-განაცხადა ფრანგმა.

კომანი ბაიერნში 2015 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა. მას შემდეგ გუნდდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, სადაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კომანმა 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.