კირან ქროული – ქართველების შერკინება ერთ-ერთი საუკეთესოა

საქართველოს ნაკრები 10 ივლისს, ბათუმში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. სკუადრა აძურა იქამდე პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებს ეთამაშება. იტალიელებმა ივლისის ტესტებისთვის მზადება 17 ივნისს დაიწყეს და 25 ივნისს ლისაბონში პორტუგალიას შეხვდება.

იტალიის ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა კირან ქროულიმ გაფართოებულ შეხვედრაში 33 მორაგბეს უხმო, რომელთაგან 26 შეარჩევს.

“პორტუგალიასთანა და რუმინეთთან საწყის მატჩებში ბევრი მორაგბის გამოცდას ვაპირებთ. უნდა ვნახოთ, ვის რა შეუძლია. ჩვენთან უკვე დიდი კონკურენციაა და ყველას სურს იმ პროგრესში იყოს ჩართული, რაც იტალიურმა რაგბმა განიცადა. მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდი, სხვებმა კი მხოლოდ უელსთან მოგების შემდეგ დაინახეს. ახლაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მაგალითად, პორტუგალია რუმინეთსა და საქართველოზე უკეთ ათამაშებს ბურთს და სწრაფ რაგბს მისდევს. ისინი მსოფლიო თასზე მოსახვედრად იბრძვიან და ეცდებიან, ყველას ანახონ, რომ ამას იმსახურებენ. რუმინეთი და საქართველო უფრო ფორვარდებით თამაშზე არიან ორიენტირებულნი. ქართველების შერკინება კი, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში”. – თქვა იტალიელთა თავკაცმა კირან ქროულიმ.

იტალიის ნაკრები
პირველი ხაზი: პიეტრო ჩეკარელი (ბრივი), სიმონე ფერარი (ბენეტონი), დანილო ფისკეტი (ზებრე), იონ ნეკულაი (ზებრე), ივან ნემერი (ბენეტონი), ჩერიფ ტრაორე (ბენეტონი)  ეპალაჰამე ფაივა (ბენეტონი), ჯანმარკო ლუკეზი (ბენეტონი), ჯაკომო ნიკოტერა (ბენეტონი)
მეორე ხაზი: ნიკოლო კანონე (ბენეტონი), მარკო ფუსერი (ნიუკასლი), ფედერიკო რუცა (ბენეტონი), დავიდ სისი (ზებრე), ანდრეა ძამბონი (ზებრე)
მესამე ხაზი: რენატო ჯამაროლი (ზებრე), ტოა ჰალაფიჰი (ბენეტონი), მიკელე ლამარო (ბენეტონი), ჯოვანი პეტინელი (ბენეტონი), მანუელ ზულიანი (ბენეტონი)
№9: მანფრედი ალბანეზე (კალვიზანო), ალესანდრო ფუსკო (ზებრე), ალესანდრო გარბისი (ბენეტონი)
№10: ტომაზო ალანი (ჰარლექვინსი), ჯაკომო და რე (ბენეტონი), პაოლო გარბისი (მონპელიე)
№12-13: ხუან იგნასიო ბრექსი (ბენეტონი), ლეონარდო მარინი (ბენეტონი), ტომაზო მენონსელო (ბენეტონი), მარკო ძანონი (პო)
№11-14: პიერ ბრუნო (ზებრე), ედოარდო პადოვანი (ბენეტონი), ჯაკოპო ტრულა (ზებრე)
№15: ანგე კაპუოზო (გრენობლი)

Leave a comment

Your email address will not be published.