კისერზე ქამარი… ოტამენდის სახლში შეუვარდნენ

ბენფიკას არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდი დააყაჩაღეს. ეს ორშაბას დილით, თავის სახლში…

Mirror-მა Correio da Manha-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ თავდამსხმელებმა ოტამენდის კისერზე ქამარი მოუჭირეს, ფიზიკურად იძალადეს და მერე ძვირფასეულობა წაართვეს: ფულიც, საათებიც… თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ, ოტამენდის სახლში კი მისი მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ.

ოტამენდი არგენტინის ნაკრების წამყვანი მცველია. საუკეთესო სეზონები პორტოში, ვალენსიასა და მანჩესტერ სიტიში გაატარა. ბენფიკაშიც მაგარია. ოტამენდი 33 წლისაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *