კიტეიშვილი წელს ვეღარ ითამაშებს

ევროპა ლიგის მატჩში, სადაც პსვ ეინდჰოვენმა გრაცის შტურმი 4:1 დაამარცხა, ავსტრიელთა ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა. ჩვენებურს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ და სამწუხაროდ წელს ვეღარ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი მოედანს სავარაუდოდ თებერვალში დაუბრუნდება.

აქედან გამომდინარე კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების უახლოეს 3 მატჩს გამოტოვებს. ვილი სანიოლს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. მის მაგივრად ფრანგმა გიორგი ქვილითაია გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილს 1 თვის წინაც ჰქონდა ტრავმა. დაზიანების გამო იგი საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებში ვერ დაეხმარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *