კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული, ჯორჯინა როდრიგესი თავის მილიონობით ინსტაგრამგამომწერს სახალისო ამბებს არ აკლებს. თითქმის ყოველდღე აქვეყნებს ფოტოებს და ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ამჯერად მომხიბლავმა ჯორჯინამ მოკლე სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ნეტფლიქსის მიერ მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდანაა.
ასეთი ჯორჯინა მანამდე არავის უნახავს. კლიპში ის თხლად დაჭრილი კიტრის ნაჭრებით თვალებზე კოსმეტიკურ ნიღაბს იკეთებს, შემდეგ კი იხსნის და გადაყრის ნაცვლად… მიირთმევს, თან კვნესის…
„ყველაზე ძვირი კიტრი ჩემს ცხოვრებაში!“ – წერს ჯორჯინა ინსტაგრამში.
კიტრი ოთხევროიანი ყოფილა.
ფილმს კომპანია ნეტფლიქსი ჯორჯინას დაბადების დღეზე, 27 იანვარს წარადგენს.