პრემიერლიგის მე-12 ტურში მანჩესტერი ვოტფორდს ესტუმრება. მოახლოებულ მატჩამდე ვოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთა კომენტარი.
“რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი ინგლისში დაბრუნება ფეხბურთისთვის კარგია. პორტუგალიელისგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს მაგალითს.
რონალდუ პრობლემაა? მომეცით კრიშტიანუ, ის ჩემთვის პრობლემა არ იქნება. კრიშტიანუ მუდმივად ითამაშებს.”-განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ მანჩესტერში წლეულს აგვისტოში დაბრუნდა. ამ სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.