კლეი ტომფსონი დაბრუნდა

941 დღიანი პაუზის შემდეგ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე კლეი ტომფსონი კალათბურთს დაუბრუნდა.

რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „კლივლენდს“ და მეტოქე 96:82 დაამარცხა.

კლეი „ვორიორზის“ ძირითად ხუთეულში იყო, პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 17 ქულა და 3 მოხსნა იყო.

ტომფსონმა თამაშიდან 18-ჯერ ესროლა ბურთი და 7 ჯერ ჩააგდო (სამქულიანები 8-დან 3). განსაკუთრებით ელეგანტური იყო მისი ჩატენვა მესამე მეოთხედში, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა დარბაზში შეკრებილი გულშემატკივარი.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 24:21 მოიგეს, მეორე პირიოდი 27:25 და დიდ შესვენებას 5 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ 51-46.

შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა – „სფლეშ ბრაზერსმა“ აიწყვიტა და 12 წუთიანი პერიოდი „კავალიერზს“ 24-12 მოუგო, რამაც შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლა.

„გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდი ზედიზედ მეათედ დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი სტეფ კარი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა+5 მოხსნა+5 პასი იყო.

კლეი ტომფსონმა „კავალიერზთან“ მოგებულ მატჩში კარიერული მე-12 000 ქულა მიითვალა და 1800-ე სამქულიანი ჩააგდო.

Leave a comment

Your email address will not be published.