კლეი ტომფსონი საკალათბურთო მოედანს 25 დეკემბერს დაუბრუნდება

2 წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავმა უკანახაზელმა – კლეი ტომფსონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და საკალათბურთო მოედანს ჩამოსცილდა.
2019 წლის ნბა-ს სუპერფინალის მიმდინარეობისას კლეიმ მუხლი დაიზიანა და და დიდი ხნით გამოაკლდა გუნდს.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ტომფსონი 2020 წლის ნოემბერში მცირე ხნით ჩადგა „მწყობრში“, თუმცა მალევე განმეორებითი დაზიანება მიიღო და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.

კლეის გარეშე დარჩენილმა „ვორიორზმა“ კი 2 წელი გაატარა პლეიოფების გარეშე. „გოლდენ სტეიტის“ ხელმძღანელობა და ფანები მოთმინებით იტანენ ამ მძიმე პერიოდს, რომელიც ნელ ნელა დასასრულს
უახლოვდება.

null

უახლესი ინფორმაციით „ვორიორზი“ ტომფსონის პარკეტზე დაბრუნებას 25 დეკემბერს, საშობაო მატჩისთვის გეგმავს. „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონ „ფინიქსს“ ხვდება და გულშემატკივრებისთვის საჩუქარიც გამზადებულია.

„კლეის აქვს შესაძლებლობა რომ ცოტა უფრო ადრე დაბრუნდეს, მაგრამ ტომფსონს აუცილებლად დასჭირდება სათანადო ფიზიკური ფორმის აკრეფა. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ „ვორიორზი“ სპეციალურად შობის საღამოსთვის წელავს დროს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. კლეიმ განმეორებით ტრავმა 2020 წლის 18 ნოემბერს მიიღო, ასე რომ მხოლოდ 13 თვე იქნება გასული დაზიანების მიღებიდან.
თუ ტომფსონმა მოასწრო და სათამაშო ფორმის აკრეფა შეძლო, რათქმაუნდა არავინ დაელოდება 25 დეკემბერს და პირველივე შანსისთანავე მას პარკეტზე შემოუშვებენ, თუმცა „ვორიორზის“ბანაკში ძალიან ფრთხილობენ – კლეის თითქმის 2 წელია არ უთამაშია“ – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი რამონ შელბერნი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *