“კლიპერსის” ისტორიული გამარჯვება კონფერენციის ფინალში

STAPLE CENTER-ში „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ 106:92 დაამარცხა „ფინიქს სანზი“ და საპლეიოფო სერიაში მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 1:2.

„კლიპერსის“ ფრენჩაიზ ისტორიაში ეს გახლდათ პირველი, ისტორიული გამარჯვება კონფერენციის ფინალურ სერიაში.

null

შეხვედრის სტარტი მასპინძელბს უკეთესი გამოუვიდათ – გუნდური თამაშის წყალობით მალევე მოიპოვეს ანგარიშში სოლიდური უპირატესობა და მეტოქეს 12 წუთიანი პერიოდი 29:21 მოუგეს. თამაშიდან ბურთი მეტოქის კალათში თითქმის ყველამ ჩააგდო – ლუკ კენარდმა, რეჯი ჯექსონმა, ივიცა ზუბაცმა, ტერენს მენმა, პოლ ჯორჯმა.

null

მეორე მეოთხედიდან სტუმრები გამოფხიზლდნენ. კორონავირუს გადატანილმა კრის პოლმა „დაალაგა“ საკუთარი გუნდის თამაში და „სანზმა“ სწრაფადვე „ჩამოალღო“ მეტოქესთან ჩამორჩენა და პირველი ტაიმი 2 ქულიანი სხვაობით მოიგო 48:46.

ძალიან სამწუხარო იყო კამერონ პეინის ტრავმა, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 4 წუთი დაყო და ამის შემდეგ არ დაბრუნებულა. ითამაშებს თუ არა „ფინიქსის“ უკანახაზელი მომდევნო შეხვედრაში ჯერჯერობით უცნობია.

მეორე ტაიმის სტარტზე პოლ ჯორჯის და რეჯი ჯექსონი ფენომენალური ასპარეზობის ფონზე „კლიპერსმა“ დიდი გაქცევა მოუწყო მეტოქეს და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა.

მატჩის მეორე ნახევარში აღარ წაუვიდათ ტყორცნები „სანზის“ ლიდერებს – კრის პოლმა და დევინ ბუკერმა ჯამში 40-ჯერ ესროლეს ბურთი მეტოქის კალათისკენ და მხოლოდ 10 ჩააგდეს.

ლოს ანჯელესური გუნდი მესამე მეოთხედის ბოლოს 6 ქულით იგებდა, როდესაც უკანასკნელ წამზე პოლ ჯორჯმა საკუთარი ნახევრიდან „გაუშვა“ სამქულიანი და სირენასთან ერთად ჩასვა კალათში.

null

„კლიპერსმა’ მესამე „ფრეიმი“ 34:21 მოიგო და უკანასკნელ პერიოდს 9 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა.

„ფინიქსმა“ სცადა თამაშში ინტრიგის დაბრუნება, ერთ მომენტში 12:0 გაქცევამ მოაწყო,თუმცა ჯამში მაინც აღარაფერი გამოუვიდა – ტაირონ ლუს გაწვრთნილმა „კლიპერსმა“ მოპოვებული უპირატესობა იოლად შეინარჩუნა საფინალო სირენამდე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 106:92.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პოლ ჯორჯი გახდა – 27 ქულით, 15 მოხსნით და 8 შედეგიანი გადაცემით. 23 ქულა ქონდა რეჯი ჯექსონს, 17 ივიცა ზუბაცს.

„ფინიქსის“ რიგებიდან 15-15 ქულა დააგროვეს ბუკერმა და პოლმა, 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე დეანდრე ეიტონს – 18 ქულა+9 მოხსნა.

13 ქულის აღება შეძლო მაილს ბრიჯესმა, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულ კამერონ ჯონსონმა 12 ქულა მოუტანა არიზონის შტატის წარმომადგენლებს.
სერიის მეოთხე შეხვედრა 27 ივნისს, დილის 5 საათზე გაიმართება (თბილისის დრო), რომლის მასპინძელი ისევ „კლიპერსი“ იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *