„კლიპერსმა“ პოლ ჯორჯი დიდი ხნთ დაკარგა

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩის რანგში “კლიპერსი“ სტუმრად ეწვია „საკრამენტოს“ და მეტოქე 105-89 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პოლ ჯორჯი გახდა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

მიუხედავად იოლი გამარჯვებისა, ლოს ანჯელესურ კლუბში ყველა ცუდ ხასიათზე იყო, რადგან მარჯვენა იდაყვის ტრავმა მიიღო გუნდის ლიდერმა ჯორჯმა და თავდაპირველი ინფორმაციით დაახლოებით 1 თვით გამოაკლდა სავარჯიშო პროცესს.

null

ESPN-ის ინსაიდერმა – ედრიან ვოიჟნაროვსკიმ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლის ტრავმა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა და დიდი ალბათობით „კლიპერსის“ ფორვარდი 1 თვეზე მეტხანს იუქმებს, შესაძლოა მან სეზონის ბოლომდეც ვერ შეძლოს თამაში.

ეს ფაქტი ძალიან დიდი დარტყმაა ლოს ანჯელესური გუნდისთვის, რომელსაც მეორე ლიდერი – კავაი ლეონარდიც ტრავირებული ყავს და შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვერც მან მოასწროს გამოჯანმრთელება.

null

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „კლიპერსს“ 17 მოგება და 15 წაგება გააჩნია, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს და საკმაოდ კარგი შანსი აქვს პლეიოფში გასვლის, თუმცა ლიდერების არყოფნაში კალიფორნიულ კლუბს ძალიან უნდა გაუჭირდეს უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოლ ჯორჯმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურება – 24.7 ქულა, 7.1 მოხსნა, 5.5 პასი და 2 ჩაჭრა. „კლიპერსის“ მსუბუქი ფორვარდი 42 %-იანი სიზუსტით ესვრის ბურთებს მეტოქის კალათისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *