კლიჩკო: პუტინი რუსეთისთვის საუკეთესოს ცდილობს. მორალს ნუ წავუკითხავთ

 

მძიმე წონით კატეგორიაში, კრივში მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“2008 წელს, პუტინს პეტერბურგში შევხვდი.  მივუახლოვდი, ცოტა ვისაუბრეთ. ვალოდია (რედ: ვლადიმირ კლიჩკო) უფრო დიდ ხანს ესაუბრა. როდესაც სპორტული ვარსკვლავი ხარ, ყველას შეგიძლია ესაუბრო. ვფიქრობ, გამონაკლისი არც პუტინია.

პუტინს პირისპირ თუ შევხვდებოდი? რთული საკითხია. ვფიქრობ, აქ მორალზე ლაპარაკი უადგილოა.

ის მისი ქვეყნის ლიდერია და რუსეთის ინტერესების გატარებისთვის ყველაფერს აკეთბს, თუმცა ეს ინტერესები ჩვენსას არ ემთხვევა. მორალის კითხვას აზრი არ აქვს. პუტინისთვის ყველაზე მაღლა რუსეთის ინტერესებია,” – თქვა კლიჩკომ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *