კლოპის ეგვიპტური დილემა

ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს ახალი თავსატეხი გუჩნდა. მოგეხსენებათ, მიმდინარე პემიერლიგის სიუჟეტი ძალიან დაძაბულად ვითარდება. ლიდერები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებიან და ნებისმიერი მცირე წაფორხილებაც კი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ.

ამასობაში, 9 იანვარს კამერუნში აფრიკის ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც 6 თებერვლამდე გაგრძელდება. ცხადია, ამ ტურნირზე პრემიერლიგის უამრავი აფრიკელი ფეხბურთელი გაემგზავრება.

No description available.

ეგვიპტურმა კლუბმა, კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ალ აჰლიმ ორგანიზატორებს, კერძოდ აფრიკის ფეხბურთის კონფედრეცაიას (CAF) მიმართა, ტურნირი ადრე, 3 იანვარს დიწყონ, რადგან 3 თებერვალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს და ალ აჰლის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები (და ასეთი შვიდია) ტურნირისთვის ჯეროვნად ვერ მოემზადებიან. ერთი შეხედვით, აბსურდული მოთხოვნაა, მაგრამ ვინ იცის. აფრიკის თასზე უარესებიც მომხდარა.

კლოპი გაბრაზდა. ის ცდილობს მო სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოს. 2 იანვარს წითლებს უნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით სტემფორდ ბრიჯზე ტიტულის მოცილე ჩელსისთან, ამიტომ ამ სამეულის მინდორზე ყოფნა აუცილებელია.

სალაჰი და მანე შესანიშნავ სეზონს ატარებენ. ორივემ ჯამში უკვე 30 გოლი გაიტანა. ეგვიპტელს კი საერთოდ ფანტასტიკიური შედეგი აქვს – 21 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა.

თუ ალ აჰლიმ თავისი გაიტანა, მაშინ ეს სამეული ჩელსისთან ვერ ითამაშებს, რადგან დაგეგმილზე ადრე მოუწევთ აფრიკის თასზე გამგზავრება.

„ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ბოლოს ჯანსაღი აზრი მაინც გაიმარჯვებს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, -ამბობს კლოპი.

თურმე ეგვიპტის ნაკრბშიც ბჭობენ, დართონ სალაჰს ჩელსისთან თამაშის ნება თუ არა. „ვნახოთ, საკითხი ჯერაც განხილვის სტადიაშია და პასუხს მოგვიანებით გაცნობებთ“, – უთხრა ჟურნალისტებს ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციის პრეს-მდივანმა უსამა ისმაილმა.

კლოპი იმედოვნებს, რომ ალ აჰლის წინადადებას არ დააკმაყოფილებენ და ჩელსისთან სრულფასოვანი შემადგენლობა ეყოლება. მით უმეტეს, რომ მანეს სენეგალი ტურნირს 10 იანვარს იწყებს ზიმბაბვეს წინააღმდეგ, სალაჰის ეგვიპტე კი აქედან 24 საათის შემდეგ, ნიგერიასთან.

No description available.

თუ კლოპის ვარაუდი გამრთლდა, სალაჰს, მანეს და კეიტას პრემიერლიგისა (ბრენტფორდთან და კრისტალ პალასთან) და ინგლისის თასის მხოლოდ ორ-ორი მატჩის, ასევე ლიგის თასის ნახევარფინალის გამოტოვება მოუწევთ.

მაგრამ თუ ტურნირი მართლაც დროზე ადრე დაიწო, სხვა კლუბებსაც ვადამდე დააკლდებათ ფეხბურთელები. მაგალიღად არსენალს ახალ წელს, მანჩესტერ სიტის წინაარმდეგ: პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ნიკოლა პეპე, მოჰამედ ელნენი და ტომას პარტი.

ჩელსის კი ლივერპულთან ედუარ მენდი და ჰაკიმ ზიეში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *