ინგლისი-გერმანია: აფიშა მშვენიერია, მერვედფინალში მაგარი დაპირისპირება გველის. ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა იურგენ კლოპის ფაქტორზე ისაუბრა…
„მას დიდი ქარიზმა აქვს. ვიცი ნეიტრალური გულშემატკივრები, რომლებსაც კლოპი უყვართ. კლოპმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრემიერლიგაში.
…როგორც კი გერმანიის თამაში დასრულდა და გაირკვა მერვედფინალის წყვილი, კლოპმა ტელეფონით სიცილაკი გამომიგზავნა.
…ინგლისს ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, ბევრი ჩვენიანი მოედანზე გავა და თამაშით ისიამოვნებს, შიშის გარეშე ითამაშებს. სწორედ ეს გვინდა.
…გერმანია ტოპ-ნაკრებია და ვაფასებთ. ძალიან კარგი იქნება, თუ ბურთებს უაზროდ არ დავკარგავთ და დაცვაში კარგად ვიდგებით. მათ ჰყავთ ლიდერები, მაგალითად ტონი კროოსი, რომელსაც სივრცე თუ მიეცი, ბევრ პრობლემას შეგიქმნის“ – უთხრა ჰენდერსონმა Sky Sports-ს.