კლოპი ბაიერნის ფეხბურთელს ითხოვს

ლივერპული შეტევის გაძლიერებას გეგმავს. ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ბრიტანელებს ბაიერნიდან კინგსლი კომანის დამატება სურთ.

ბოლო ცნობებით, ლივერპულის მესვეურები კომანის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგის შეძენა ადვილი არ იქნება, რადგან ბაიერნი მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს და ფეხბურთელის გაშვება მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის.

კომანი ბაიერნში 2015 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა, ხშირი ტრავემბის გამო მან პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. ამ სეზონში კომანმა მიუნხენელთა მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *