კლოპი ბარსელონას …

მომავალი სეზონისთვის ბარსელონა მწვრთნელის შეცვლას გეგმავს და მთავარი კანდიდატი იურგენ კლოპია.

ბარსელონაში მიაჩნიათ, რომ  მიმდინარე სეზონი გარდამავალია. ამჟამინდელ დამრიგებელ რონალდ კუმანს კლუბის ხელმძღვანელობა ენდობა და მუშაობას აცდის. მართლაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ბოლო დროს კატალონიელთა რიგებში.

See the source image

მაგრამ, იმასაც ამბობენ, რომ ეს ნდობა 2022 წლის ზაფხულს არ გასცდება. სწორედ ამ დროს იწურება კლუბთან ნიდერლანდელი სპეციალისტის კონტრაქტის ვადა.

ჩავი ყოველთვის კატალონიელთა ყურადღების სფეროშია, მაგრამ პრიორიტეტული ფიგურა კლოპია. მისი გადასაბირებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *