კლოპი: დეკემბერი? ეს სიგიჟეა

იურგენ კლოპს ჰკითხეს, მზად არის თუ არა ლივერპული 28 დღეში 9 მატჩის ჩასატარებლად… ინგლისის პრემიერლიგაში ხომ ახლა იწყება გადაბმული თამაშები, შემჭიდროებული გრაფიკი.

„ამ მკაცრ გრაფიკს უკვე მივეჩვიეთ. ვნახოთ, რა სიტუაცია გვექნება დეკემბრის შუაში ან ბოლოს, მაგრამ ამაზე საუბარი მუდმივად გრძელდება.

…ეს სიგიჟეა. სულ სიგიჟე იყო და სიგიჟედ დარჩება. ყველაფერი წესრიგშია, სანამ არ დაიწყება დეკემბერი. მესმის, ტრადიციაა, მაგრამ შობის დროს ურთულესი პერიოდი იწყება“.

ლივერპულს 2019/2020 წლებში ჰქონდა ასეთი საშინელი მდგომარეობა. გუნდი დეკემბრამდე ლიდერობდა, იანვრის ბოლოს კი უკვე მეშვიდე ადგილზე იყო. ტრავმები, გადატვირთვა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *