ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ლივერპულთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, 1 წელი დასვენებას აპირებს, რათა ნორმალური ცხოვრების გახსენება შეძლოს
“როდესაც ლივერპულთან კონტრაქტი დამიმთავრდება, პირველ ყოვლისა, მინდა გავიხსენო ნორმალური ცხოვრება რას ნიშნავს.
ერთი წელი პაუზა არასდროს მქონია. ახლა ძალიან მშვიდად ვარ, თუმცა ეგ 1 წელი ბენეფიტი იქნებოდა…
დიდებული სამუშაო მაქვს და ის ძალიან მიყვარს, თუმცა ერთი პრობლემა აქვს – საქმიდან ვერასდროს ეთიშები,” – თქვა კლოპმა