კლოპი: “ეს შესაძლებლობების კი არა, ფულის გამო კეთდება”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“მსოფლიოში სხვა სპორტი არ არსებობს, რომელსაც ასეთი რთული კალენდარი აქვს. არსებობენ ისეთი სპორტები, სადაც მეტი დატვირთვაა, მაგალითად მძლეოსნობა ან მარათონი, თუმცა იქ წელიწადში 20-40-60-ჯერ არ დარბიან.

ყველამ ვიცით ეს რის გამო კეთდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, თითქოს სხვადასხვა ქვეყნებს შანსს აძლევენ, რეალობა ისაა, რომ ეს მხოლოდ ფულისთვისაა.

რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ულამაზესი სპორტი ფეხბურთელების გარეშე ვერ შედგება. ამ ინგრედიენტის გარეშე კერძი ვერ მზადდება.

ამ ბოლო წლებში, რაც გაკეთდა, ყველაფერი მიმართული იმისკენ იყო, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩატარდეს. ეს შორეულ პერსპექტივაში არასწორია.

მომენტი დადგება, როდესაც ყველა ფედერაცია მაგიდას მიუჯდება და პირადი ბენეფიტების ნაცვლად ფიქრს სპორტზე დაიწყებს. არ ვიცი ეს როდის იქნება, შეიძლება იმ დროს ცოცხალიც არ ვიყო,” – თქვა კლოპმა

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *