კლოპი: კონტრაქტის გაფორმება სმარტფონის ყიდვა არაა…

იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტზე ისაუბრა. ბრიტანული პრესა წერს, რომ ეგვიპტელი ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებს, რადგან პირობები არ აკმაყოფილებს… აღნიშნეს, ლივერპული მეტს ვერ სწვდებაო.

ყველაზე თამამი განცხადებებიც გაკეთდა: „სალაჰი მიდის!“. თუმცა კლოპმა განმარტა:

„ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სმარტფონის ყიდვა არაა. ერთი წარწერა და ყველაფერი მზად იყოს, ასე არაა. ამ პროცესს დრო უნდა. ვერ ვიტყვი, რომ სალაჰის გარშემო პრობლემაა. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი“ (ESPN)

სალაჰს 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი. The Telegraph-მა დაწერა, რომ ეგვიპტელს კვირაში 400 000 გირვანქის მიღება სურს.

Leave a comment

Your email address will not be published.