ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისეთ ფეხბურთელს არ დაიმატებს, რომელიც არ აცრილა
“ვინმეს დამატებასთან ახლოს არ ვართ, მაგრამ, დიახ, ვაქცინაცია განსხვავებას შექმნის.
ავიღოთ ჩვენი მდგომარეობა. თუ ფეხბურთელი ვაქცინირებული არ არის, ზიანს გვაყენებს. რა თქმა უნდა, მას ეს არ უნდა და არ ფიქრობს: “ღმერთო, სხვები არ მადარდებს”, მაგრამ მაინც გვნებს.
ამის გამო სხვა გამოსავლის მოძებნა მოგვიწევს. არავაქცინირებულ ფეხბურთელს ცალკე გასახდელი დასჭირდება; ცალკე უნდა ჭამოს, ეგეც სხვა სასადილო ოთახში; სხვა ავტობუსით უნდა იმგზავროს, რომელთანაც სხვა მანქანით მივა. ორგანიზციულად, ეს ძალიან ცუდია.
პროტოკოლის მიყოლაც გაუჭირდება. თუ ვინმე კოვიდით დაინფიცირდა და არავაქცინირებული ფეხბურთელი მასთან კონტაქტში 4 დღის განმავლობაში იყო, იზოლაციაში გადასვლა მოუწევს.
თუ ევროთასებზე სხვა ქვეყანაში გამგზავრება მოგვიწევს, დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო იზოლაცია დასჭირდება. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებას ქმნის.
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, არავაქცინირებული ფეხბურთელებისთვის ცალკე შენობის აშენება მოგვიწევს. ეს არ მოხდება,” – თქვა კლოპმა