ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა რალფ რანგნიკის მანჩესტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ისაუბრა
“ინგლისში დიდებული მწვრთნელი მოდის, თუმცა, საუბედუროდ, მანჩესტერ იუნაიტედში. ის გამოცდილი კადრია, რომელმაც ორი გუნდი შექმნა – ჰოფენჰაიმი და ლაიფციგი. ყოველთვის მწვრთნელობა სურდა.
მანჩესტერი მოედანზე ბევრად ორგანიზებული იქნება და ამაზე ფიქრი არ მახარებს. სიმართლეა, სხვა გუნდებისთვის ეს კარგი ამბავი არ არის.
ისიც არის, რომ ნებისმიერ მწვრთნელს დრო სჭირდება, რათა გუნდი ისე ათამაშოს, როგორც თავად სურს. რალფი მალე გაანალიზებს, რომ აქ ამისთვის დრო არ არის – თამაშები მუდმივად ტარდება, რაც ყველაფერს ართულებს.
ის კარგი ადამიანი და დიდებული მწვრთნელია. ეს თუ მოხდება, რას ვიზამთ, კეთილი იყოს მისი ინგლისში მობრძანება,” – თქვა კლოპომ