იურგენ კლოპმა მხედველობის ლაზერული კორექცია გაიკეთა და სათვალე აღარ სჭირდება. მხოლოდ პერიოდულად დასჭირდებაო, უთქვამთ ექიმებს – წერს Daily Mail-ი. წარმოგიდგენიათ კლოპი სათვალის გარეშე? უნდა მივეჩვიოთ…
სწორედ ასე იყო ნორვიჩთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში. ლივერპულმა ინგლისის პრემიერლიგა სამგოლიანით და სამქულიანით დაიწყო. გერმანელი მწვრთნელის კომენტარს შემოკლებით გთავაზობთ:
„ნორვიჩში ლამაზი თამაშისთვის არ ჩავსულვართ. უპირველესი მიზანი იყო საფუძვლის ჩაყრა გრძელი სეზონისთვის, რაც მოვახერხეთ კიდეც. სამი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და ეს მომეწონა. კარგი დაწყებაა. ბიჭები ფორმაში რიან და გახარებული ვარ. ფეხბურთი დაბრუნდა“.