ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს შესახებ ისაუბრა
“ვფიქრობ, [აფრიკის თასის შემდეგ] მათი რითმში ჩადგომა პრობლემა არ იქნება. აფრიკის თასზე მშვენივრად ასპარეზობენ. როდესაც დაბრუნდებიან, ვისაუბრებთ და გავარკვევთ რამე თუ სჭირდებათ. ისინი ჩვენი ბიჭები არიან და მათ დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
ვიცი, რომ მათ თამაში ჩამოსვლისთანავე ენდომებათ, თუმცა ამ საკითხს საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. ლესტერის წინააღმდეგ თამაში ორივეს სურს, ორივეს გატანა და ლივერპულის გამარჯვება უნდა,” – თქვა კლოპმა.
აფრიკის თასის ფინალში, ლივერპულის შემტევები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – სენეგალი ეგვიპტეს შეხვდება…