კლოპი ჯერარდზე, ჯერარდი კლოპზე…

იურგენ კლოპმა ლივერპულში თავის მომავალზე ისაუბრა. ასევე სტივენ ჯერარდის ასტონ ვილაში დანიშვნის თემასაც შეეხო…

„არ ღირს ჩემს მომავალზე ამდენი ლაპარაკი, რადგან შუა სეზონია და კონცენტრირებულები ვართ მხოლოდ ამაზე. უბრალოდ, შეკითხვებს ვპასუხობ. ალბათ, არცერთ მწვრთნელს არ ეკითხებიან ამდენს მაშინ, როცა კონტრაქტის ამოწურვამდე დიდი დროა. ან მე არ ვიცი და ვერ ვხვდები. ამ მომენტში ლივერპულში ყველაფერი მომწონს. როცა დრო მოვა, დავამთავრებ, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ იქამდე შორია.

…რაც შეეხება ჯერარდს, მის პრემიერლიგაში დანიშვნას მივესალმები. რა შეიცვლება? ახლა უფრო მეტად დავაკვირდები ასტონ ვილას“.

აი, ჯერარდმა კი კლოპს დიდი კომპლიმენტები მიუძღვნა:

„ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ლივერპულსა და კლოპს შორის სამუდამო კონტრაქტი გაფორმდებოდა“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *