კლოპს რეალის ნახევარმცველი უნდა

ლივერპული მორიგ ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. EL Nacional-ის ცნობით, ბრიტანელებს რეალიდან ედუარდო კამავინგას გადაბირება სურთ. ტრანსფერს პირადად იურგენ კლოპი ითხოვს, რომელიც თვლის, რომ კამავინგას ფიზიკური მონაცემების და აგრესიული თამაშის შედეგად ლივერპულის გაძლიერება შეუძლია.

კამავინგა 19 წლის გახლავთ, რეალში იგი წელს ზაფხულში რენიდან გადავიდა. ფრანგმა შუახაზელმა ამ სეზონში რეალის მაისურით ჯერ 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ლივერპულს, კლოპის გუნდი პრემიერლიგაში 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სიტის 3 ქულით ჩამორჩება. ენფილდის ბინადრები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან, სადაც ინტერს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *