გენტის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო. ეს ანდერლეხტთან მატჩის შემდეგ… როგორც იცით, ქართველი დიდი ხნის შესვენების მერე პირველად დააყენეს გენტის სასტარტოში. 64 წუთიც ითამაშა.
„ჩაკვეტაძის თამაშით, მუშაობითა და მიზანდასახულობით კმაყოფილი ვარ. უკან ბევრი მუშაობა მოუწია, მაგრამ ეს უმთავრესად მთლიანი გუნდის გამო, რომელიც საკმაოდ სიღრმიდან თამაშობდა. ტოპ-მატჩებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ფეხბურთელებმა და მხოლოდ უკან არ უნდა დაიწიონ. ისე მოხდა, რომ ჩვენი თავდამსხმელებიც კი მოშორებოთ იყვნენ მეტოქის კარიდან“ ((nieuwsblad)
26 სექტემბერს გენტი სერკლ ბრიუგეს ეთამაშება. იმედია, ჩაკვეტაძეს ისევ სასტარტოში ვნახავთ.