ლონდონის ჩელსიში საკადრო პრობლემაა. ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩში გუნდს იუვენტუსთან ნგოლო კანტე ვერ დაეხმარება. საქმე იმაშია, რომ ფრანგს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ამჟამად იზოლაციაშია.
კანტეს არყოფნა ლონდონელთათვის დიდი დანაკლისია. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია და ბრიტანელთათვის დიდ ძალას წარმოადგენს. ცნობისთვის, ტომას ტუხელს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
რაც შეეხება ჩელსის და იუვენტუსის დაპირისპირებას, ლონდონელები იტალიელებს 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მეორე ტურში ესტუმრებიან.