მანჩესტერ იუნიატედში კორონავირუსი მძვინვარებს. კოვიდ 19 გუნდში 19 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი იზოლაციაშია გადაყვანილი. ინფორმაცია The Thelegraph-მა გაავრცელა.
მანჩესტერის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს პრემიერლიგის ხელმძღვანელებთან შაბათს ბრაიტონთან გასამართი მატჩის გადადების შესახებ მსჯელობა. შეგახსენებთ, რომ სწორედ კოვიდ 19-ის მიზეზით, სამშაბათს ბრენტფორდი – მანჩესტერის თამაში გადაიდო.
იუნაიტედი პრემიერლიგაში 27 ქულით მე-6 ადგილზეა. რანგნიკის გუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის ატლეტიკო იქნება.