კოკა-კოლას თასი – ვალენსიამ პირველობა არავის დაუთმო, საბურთალო მესამე ადგილზე გავიდა

26-31 ოქტომბერს თბილისში ბენდელას სტადიონზე სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ლიდერბეთის, ავერსის და კოკა-კოლას მხარდაჭერით კოკა-კოლას ტურნირი გაიმართა, სადაც 8 13 წლამდე საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირში ჩაბმულები იყვნენ საბურთალო, საბურთალო 2, ვალენსია, შახტარი, ბუნიოდკორი, ბარსელონას აკადემია საუდის არაბეთიდან, თბილისი თიმი და აკტაუს კასპი.

აღნიშნულ 8 გუნდი 2 ჯგუფში იყო გადანაწილებული და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავიდა, შემდეგ იყო 1/2 ფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. 1 1/2 ფინალურ მატჩში შახტარმა საბურთალო 1:0 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი ვალენსიამ კასპი აკტაუს 3:0 მოუგო. მესამე ადგილზე საბურთალო გავიდა, რომელმაც კასპი აკტაუს უგოლოდ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო. ასევე პენალტების სერიით გამოვლინდა ტურნირის გამარჯვებული. ვალენსია შახტარი 2:2 დარულდა და 11 მეტრიანების სერიაში ესპანელებმა მეტოქეს 4:2 მოუგეს.

მატჩის შემდეგ სხვა და სხვა ნომინაციებში საუკეთესოები დააჯილდოვეს. პრიზები სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ლიპარტელიანმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ლიდერბეთის მარკეტინგის მენეჯერმა ბექა მახათაძემ, კოკა-კოლა მარკეტინგის დირექტორმა გოგა რობაქიძემ და ავერსის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ გადასცეს.

საუკეთესო მეკარის პრიზი იევორ კრაპივინმა (შახტარი) მიიღო, საუკეთესო მცველად იგორ კოსწიუკი (შახტარი) დაასახელეს, საუკეთესო ნახევარმცველი საბა ხოფერია (საბურთალო) გახდა, საუკეთესო თავდამსხმელი ვიქტორ დურანი (ვალენსია), საუკეთესო გოლის ავტორი რეზი გაზდელიანი (თბილისი თიმი), მაყურებლის სიმპატია ანდრია ტალახაძე (საბურთალო), ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად გიორგი ჟღენტი (თბილისი თიმი), ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხოსე ლუისი (ვალენსია) გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *