კოკე VS ვან დერ ვაარტი: ის ფოტო, ის გოლი…

ნიდერლანდელ რაფაელ ვან დერ ვაარტს ზოგადად მწარე გამონათქვამები აქვს. ნარინჯისფერების ყოფილმა კაპიტანმა ესპანეთის ნაკრები გააკრიტიკა – საშინელებაა, გაუთავებლად პასებს აკეთებენ და მომენტებს ვერ ქმნიანო.

 

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა კოკემ კი ვან დერ ვაარტის კრიტიკას უპასუხა:

 

„ასეთი გამონათქვამებით მას უნდა, რომ დიდებას მიაღწიოს. ვან დერ ვაარტის თამაში მახსოვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ვნახე ფოტო, სადაც ანდრეს ინიესტას გააქვს გამარჯვების გოლი… იქ ვან დერ ვაარტიც კარგად ჩანს. ჩვენ მის სიტყვებს დავიმახსოვრებთ და მოტივაციას შეგვმატებს. ფოტოს გასახდელში ნამდვილად არ გამოვაკრავთ, მაგრამ ნიდერლანდებთან თამაში თუ მოგვიწევს, გავიხსენებთ ამ ნათქვამს“ – წერს კოკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *