კოლბი დაშავდა, ვერმულენი დაბრუნდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების მორიგ ტურში, კვირას ავსტრალიის ნაკრებს გოლ კოასტში დაუპირისპირდება. ბოკეს მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა გუნდი შემადეგნლობაში 13 ცვლილება განახორციელა. აქედან ექვსი ცვლილება ძირითად შემადგენლობას შეეხო.

ნაკრებში დაბრუნდა შერკინების რვა ნომერი დუეინ ვერმულენი, რომელსაც ბოკეს შემადგენლობაში 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ არ უთამაშია. მას ტერფი სერიოზულად ქონდა დაზიანებული და მკურნალობდა.

ტრავმები მოირჩინეს ასევე ფაფ დე კლერკმა, მარკო ფან სტადენმა და ჰერშელ იაინკისმა.

ვარჯიშისას დაშავდა და ვერ ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გარემარბი ჩესლინ კოლბი.

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. სბუ ნკოსი, 13. ლუხანიო ემი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი.  1. სტივენ კიტშოფი, 2. ბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეცებესი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. სიია კოლისი, 7. ფრანკო მოსტერტი, 8. დუეინ ვერმულენი

16. მალკოლმ მარქსი, 17. ოქს ნჩე, 18. ვინსენტ კოხი, 19, მარკო ფან სტიდენი, 20. კვაგა სმითი, 21. ჯასპერ ვიზე, 22. ჰერშელ იაინკისი, 23. დამიან ვილემსე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *